Thursday, December 1, 2011

ჩემი დედიკო

მე ჯერ არ მომიყოლია ჩემ დედიკოზე. დღეს სპეციალურად მივუძღვნი მას ამ პოსტს ქართულად. შეიძლება ისე კარგად და მხატრულად არ გამომივიდეს, როგორც სხვა ენებზე და შეცდომებსაც მიპოვით, მაგრამ დედიკოზე ქართულად მინდა დაწერა.

ყველა ადამიანისთვის თავისი დედა საუკეთესოა, მაგრამ დედაჩემი საუკეთესოებს შორის ყველაზე საუკეთესოა. არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანში ამდენი სიყვარული იდოს. იმ დღეს ვიღაცასთან წავიკითხე რომ ბავშვი, რომელსაც გვერდში უდგას მშობელი სწავლობს დაცვას, რომელსაც აქებენ - სწავლობს თავდაჯერებლობას, რომელსაც უქმნიან უსაფრთხოებას - სწავლობს ნდობას, რომელსაც ასწავლიან სიმართლეს - სწავლობს პატიოსნებას, რომელსაც ენდობიან - სწავლობს თავისი თავის პატივისცემას, რომელიც უყვართ - სწავლობს სიყვარულს და სიყვარულის გაზიარებას. მე გამიმართლა, მე მასწავლეს ეს ყველაფერი და კიდევ მილიონი სხვა რამ. და ამაში დედას უდიდესი დამსახურებაა.

ჩემი დედა მთელი ცხოვრება ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, თავისი თავი სულ ჩვენს მერე უყენია. არ არსებობს რომ გაგიბრაზდეს და მერე არ მოგეფეროს, არ არსებობს რომ ზუსტად ის არ გირჩიოს რაც ყველაზე კარგია შენთვის, არ არსებობს რომ არ დაგიცვას ისე, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიბედავს. და როგორ გივლის? როცა ავად ხარ, არ ხარ ავად, ყურადღება გინდა - სულ ყველაფერს გრძნობს. ყველაზე სასწაული რა არის იცით? როგორ უსიტყვოდ ხვდება დედა ყველაფერს. ერთი ხმის გაგონება, ერთი ნახვა, და დედამ ყველაფერი უკვე იცის.

ღმერთო, დიდი მადლობა რომ მე ესეთი დედა მყავს. დედა რომ არა, მე ვერ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ეხლა ვარ.



2 comments:

  1. ametira da chemi dediko, romeliz 5000km shorsaa chemgan dzalian, dzalian momenatra. chemi pumpula deduli.
    momikitxe sheni sakvareli dediko da chaexute dzalian magra. me kidev magas ver vizam, magram aval da chems liles chavexutebi da dedaze vifikreb:)))

    ReplyDelete
  2. tbili postia :) gilocav dedikos dabadebis dges :)

    ReplyDelete