Thursday, July 14, 2011

მულტფილმი აღვიძებს სიკეთეს

დღეს მქონდა საგიჟეთი, იმდენი რამე მოვასწარი და იმდენი რამე გავაკეთე, მე თვითონაც მიკვირს. მთელი დღეა ვგეგმავდი ამ პოსტის დაწერას და ამ წამს დავჯექი იმისათვის რომ მოგიყვეთ ჩემს საყვარელ მულტფილმებზე.

ძალიან მიყვარს მულტფილმები. მგონია, რომ მულტფილმები ყველა ადამიანში აღვიძებენ ბავშვობას. უყურებ - და ბავშურად გიხარია მანქანები რომ ცეკვავენ და თოვლის გუნდა რომ მღერის.უყურებ - და გახსენდება როგორ გიყვარდა ესა თუ ის სიმღება, კადრი, მომენტი. კიდე მულტფილმი აღვიძებს სიკეთეს.

ქართულ მულტფილმებში ყველაზე ძალიან მიყვარს თოვლის გუნდა, და დარწმუნებული ვარ ჩემნაირად ყველაზე ძალიან თქვენც ეს მულტფილმი გიყვართ. ისეთი მუსიკა, და ისეთი საყვარელი პერსონაჟებია, რომ დღემდე ცრემლები მადგება თვალებზე, გუნდა რომ წვიმად იქცევა.

კიდე ძალიან მიყვარს თერძი ბესო. ბავშვობაში სულ მინდოდა რომ ესე შემეძლოს ცის გაკერვა წვიმა რომ იწყება. პაპაპიპოც მიყვარს. უფრო სწორად, ეხლა პოსტს რომ ვწერდი, გადავწყვიტე ერთხელაც მენახა შაქრო და ზაქრო, თურმე არც ისე ბედნიერი მულტფილმი ყოფილა, ბოლოში იმტვრევა ის საწყალი მთვრალი მანქანა. მაგრამ პაპაპიპო როგორ საყვარლად ჟღერს მაინც! ისიამოვნეთ ვიდეოებით, მეც კიდევ ერთხელ და მეათასეჯერ მოვუსმენ 'ცისარტყელებს, ათასფერებს'.

No comments:

Post a Comment