Thursday, July 5, 2012

ჩემი მამაჩემი

მინდა მოგიყვეთ მამაჩემზე. ამ პოსტს დავწერ ქართულად, რადგან მინდა რომ მამამ წაიკითხოს: ხშირად არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო ის, რისი დაწერაც უკეთესად გამომდის. დავწერ ქართულად, რა თქმა უნდა,  ბევრი შეცდომებით, მაგრამ ძალიან გულიდან.

ვინც არ იცნობთ მამაჩემს, ძალიან ბევრი რამე გაქვთ დაკარგული. იმიტომ რომ ასეთი ადამიანი მეორე არ დადის ამ ქვეყანაზე. და ასეთი მამა უნდა ინატროს ყველამ. მამა, რომელიც მთელი თავის ცხოვრება იმისთვის ცხოვრობს, რომ მე და ანი ვიყოთ კარგად, რომ არავინ არ გაგვაბრაზოს, არ გვაწყენინოს, ყველაფერი გვქონდეს, თუნდაც ამისთვის თვითონ მოიკლოს ყველაფერი.

ყველაზე მაგარი რამ არის ის, რომ მამა ზუსტად ხვდება ყოველთვის ყველაფერს, ყოველთვის იცის რა უნდა გითხრას, როგორ უნდა დაგაწყნაროს და დაგიდგეს გვერდში, ზუსტად ისე აგიხსნის ყველაფერს, რომ ის რაზეც ნერვები გეშლებოდა ორ წამში სიცილს იწვევს.

ისეთი მამა მყავს, რომ სულ ყოველთვის მეამაყება - ერთი სული მაქვს ხოლმე როდის გავაცნობ ყველას - რომ იცოდნენ როგორი მაგარი მამა მყავს. ყველა ასაკის ადამიანთან რომ შეუძლია მეგობრობა და დროსტარება.

ყველაზე ძალიან მიხარია, რომ ჩემ პატარა ილუშკას ესეთი მაგარია ბაბუა ჰყავს - რეებს ასწავლის და როგორ გაზრდის! 


 

3 comments:

  1. ჩემო საყვარელო, მინდა გითხრა, რომ მამიკოს ნამდვილად გაუმართლა, ასეთი ნინი და ანი რომ აჩუქა ღმერთმა :) გკოცნი !!!

    ReplyDelete
  2. Nin me Tamriko deidats dzalian mikvars

    ReplyDelete
  3. http://ninucella.blogspot.com/2011/12/blog-post.html

    ReplyDelete