Thursday, February 10, 2011

ვატო კახიძე

სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვიტყვი რომ ყველა სპეკტაკლზე  ვარ ნამყოფი რაც კი არის დადგმული თბილისის თეატრებში. მაგრამ ერთ სპეკტაკლზე ვიყავი უკვე სამჯერ. არა მარტო იმიტომ რომ ეს არის ჩემი საყვარელი ნაწარმოები და იმიტომ რომ ფანტასტიური დადგმაა. კიდევ ერთი უდიდესი მიზეზი ის არის, რომ მე დავდივარ მუსიკის მოსასმენად. მე ვსაუბრობ მარჯანიშვილის სხვენში დადგმულ სპეკტაკლზე 'ქალი ძაღლით'.

ვისაც არ გინახავთ ძალიან გირჩევთ, და ვისაც არ მოგისმენიათ, მითუმეტეს. ეჭვი მაქვს რომ ბევრს არ გექნებათ მოსმენილი რადგანაც ვატო კახიძის სიმღერების მოძიება ადვილი საქმე არ არის. ვისაც გაუმართლა, ეს სიმღერები აქვს სახლში და შეუძლია დატკბეს როცა უნდა. დღეს მეც გამიმართლა და მეც მივიღე საჩუქრად დისკი სანარტელი სიმღერებით. ბოლო ერთი საათი ვზივარ და ვიღიმი.

ერთ სიმღერას თქვენც გაგიზიარებთ, მიუხედავათ იმისა რომ გავრცელება ამიკრძალეს.

01 Track 1.wma

No comments:

Post a Comment